''ქართული ოცნების'' ყრილობა

01 თებერვალი 2024, 15:01 536 ნახვა

ირაკლი კობახიძეს  თანაგუნდელების მხარდაჭერა უკვე აქვს, ახლა მთავარი  პროცესი კი საკანონმდებლო ორგანოში ნდობის გამოცხადებაა. პრემიერობის ახალმა კანდიდატმა ყრილობაზე სიტყვით გამოსვლის დროს ერთ-ერთ მთავარ ამოცანად არჩევნებში გამარჯვება და ქვეყნის კეთილდღეობა დაასახელა. 

,,საქართველო ადამიანების კეთილდღეობის ევროპული დონით, საქართველო, სადაც არცერთი ადამიანი არ ცხოვრობს სიღარიბეში“ - ასე წარმოუდგენია კობახიძის ქვეყნის მომავალი.მანამდე კი დელეგატებმა ერთხმად აირჩიეს პარტიის თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი,  მან  2012 წელს განვითარებული პროცესები კიდევ ერთხელ გაიხსენა, როცა ხელისუფლება ჩაიბარა ''ქართულმა ოცნებამ''. თქვა, რომ 2012 წლიდან დღემდე ქვეყანაში განახევრდა სიღარიბის დონე, რომ განხორცილდა როგორც ეროვნული, ისე საერთაშორისო მასშტაბების რეფორმები.

ახსენა ევროინტეგრაციის პროცესიც და შეაჯამა მისი პრემიერ-მინისტრობისა და თავდაცვის უწყების ხელმძღვანელობის პერიოდებიც.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში