ირაკლი კობახიძე მინისტრთა ახალ კაბინეტს პარლამენტს დღეს წარუდგენს

02 თებერვალი 2024, 10:00 531 ნახვა

დღეიდან საკანონმდებლო ორგანოში ახალი მთავრობის დამტკიცების პროცედურები იწყება. მინისტრთა ახალ კაბინეტს ირაკლი კობახიძე დღეს ბიუროს წარუდგენს. სწორედ ბიუროზე უნდა დაზუსტდეს მომდევნო კვირის განრიგი.

პრემიერობის ახალი კანდიდატი სამთავრობო გეგმით პარლამენტში მომავალ კვირას მივა. იქნება საკომიტეტო განხილვები და პლენარული სხდომა, სადაც საკანონმდებლო ორგანო მთავრობის ახალ მეთაურს და მის გუნდს დაამტკიცებს.

უკვე ცნობილია, რომ მინისტრთა კაბინეტში ახალი მხოლოდ თავდაცვის მინისტრი იქნება. ჯუანშერ ბურჭულაძე კი ნატოში საქართველოს წარმომადგენლის პოსტს დაიკავებს.

ახალი პრემიერ-მინისტრის და სამთავრობო გუნდის  დამტკიცებას მინიმუმ 76 ხმა სჭირდება. უმრავლესობას კი, საკანონმდებლო ორგანოში 84 დეპუტატი ჰყავს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში