საკოორდინაციო შეხვედრა

02 თებერვალი 2024, 11:47 552 ნახვა

საქართველოს საკონსულო თანამდებობის პირთა საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა. მონაწილეებმა საკონსულო საქმიანობასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს. ყურადღება დაეთმო ევროინტეგრაციის კუთხით არსებულ სიახლეებს და საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების კონტექსტში საკანონმდებლო და სისტემური ხასიათის ცვლილებებს. განიხილეს საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობების გაზრდის პერსპექტივები, ასევე პერსონალურ მონაცემთა დაცვის, ცირკულარული შრომითი მიგრაციის საკითხებიც.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში