9 რეკომენდაციის შესრულების პროცესი

03 თებერვალი 2024, 15:08 474 ნახვა

მმართველი გუნდი არასამთავრობო სექტორის მხრიდან ევროინტეგრაციის მორიგ საბოტაჟზე საუბრობს.

ამბობენ, რომ მესამე სექტორის ნაწილი საერთაშორისო პარტნიორების თვალში 9 დათქმის შესრულების პროცესის დისკრედიტაციას ცდილობს, რადგან სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში თავად არ არიან და ამტკიცებენ, რომ პროცესს უმრავლესობა ექსკლუზიურად მართავს. კონკრეტულ ორგანიზაციებს ეთანხმებიან კონკრეტული პარტიებიც.

ევროკომისიის დათქმების შესასრულებლად პარლამენტი სასამართლო, საარჩევნო, ანტიკორუფციულ, სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და დეპოლარიზაციის საკითხებზე მუშაობს.

პროცესში სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად ჩართულია ოპოზიციაც, ყველა პარტია - მინუს "ლელო".

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში