ადვოკატის განცხადება

15 მარტი 2017, 00:00 3482 ნახვა

ბათუმში აქციის დროს დაკავებული 7 ადამიანის მიმართ 5 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის ამოწურვამდე შესაძლოა მათზე სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყოს. ამის შესახებ ადმინისტრაციულ პატიმრობაში მყოფის ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატი საუბრობს. ზაზა პაპიძის ინფორმაციით,  შვიდივე მათგანი დაკითხულია. 11-12 მარტის მოვლენებთან დაკავშირებით შსს-ში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 2 მუხლითა, 225-ე და 353-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად მასობრივი არეულობის ორგანიზებას და მონაწილეობას, ასევე  პოლიციელზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე ან/და საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმას გულისხმობს.  

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში