პროგრამები ონკოპაციენტებისთვის

04 თებერვალი 2024, 20:08 715 ნახვა

4 თებერვალი კიბოსთან ბრძოლის  საერთაშორისოა დღეა. ეს დღე პროფილაქტიკური და პრევენციული ღონისძიებების საჭიროებაზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად.

ქვეყანაში საკმაოდ მაღალია სიმსივნით დაავადება და წელიწადში საშუალოდ 10 ათასზე მეტ ადამიანს უფიქსირდება.

დაავადების დასაძლევად ყველაზე მნიშვნელოვანი დროული დიაგნოსტირება და პრევენციაა. ქვეყანაში რამდენიმე სახეობის სკრინინგ-პროგრამა მუშაობს.

სიმსივნის დიაგნოზის მქონე პაციენტების მკურნალობას ჯანდაცვის სამინისტროს პროგრამები აფინანსებს.

პარალელურად აჭარაში მცხოვრები  პაციენტები აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს პროგრამების ფარგლებში ფინანსდებიან.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში