საქართველოს პარლამენტი უსაფრთხოების დამატებით ზომებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

04 თებერვალი 2024, 20:58 674 ნახვა

საქართველოს პარლამენტი უსაფრთხოების დამატებით ზომებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

5-8 თებერვალს, საპარლამენტო კომიტეტებში, ფრაქციებსა და პლენარულ სხდომაზე, საქართველოს მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვაა დაგეგმილი.

6 თებერვალს კი, საკანონმდებლო ორგანოში, დეპუტატები პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას მოისმენენ.

„საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 04 სექტემბრის N1/259/23 ბრძანების შეესაბამისად, მიმდინარე წლის 5-8 თებერვალს საქართველოს პარლამენტის სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე – ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა. შეზღუდვა არ შეეხება მედიასაშუალებების წარმომადგენლებს", - წერია განცხადებაში.

 

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, აღნიშნული ღონისძიების მიზანი, პარლამენტში სამუშაო და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფაა.


 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში