მიმდინარე წელს, დამატებით იგეგმება 31 ერთეული სახანძრო ავტომობილისა და 15 ერთეული სწრაფმავალი კატარღის შესყიდვა - ვახტანგ გომელაური

05 თებერვალი 2024, 10:32 524 ნახვა

შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა ვახტანგ გომელაურმა საკანონმდებლო ორგანოში, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას საგანგებო და ექსტრემალური სიტუაციების მართვის მიმართულებით ისაუბრა.

„აღნიშნული მიმართულებით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური აღიჭურვა ახალი, სხვადასხვა ტიპის ავტომობილებით. კერძოდ, ბოლო წლებში შეძენილი იქნა 45 ერთეული სახანძრო მანქანა, 4 ერთეული წყალზე სამაშველო კატარღა და 64 ერთეული სამაშველო სამსახურისთვის განკუთვნილი სპეცტექნიკა.

 

გარდა ამისა, მიმდინარე წელს, დამატებით იგეგმება 31 ერთეული სახანძრო ავტომობილისა და 15 ერთეული სწრაფმავალი კატარღის შესყიდვა. ამასთან, გასულ წლებში განახლდა ინფრასტრუქტურა და მნიშვნელოვნად გაიზარდა დანაყოფის შესაძლებლობები. ხელფასები გაუორმაგდათ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მყვინთავებს. მოხდა მეხანძრე-მაშველების კვებით უზრუნველყოფა", - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

ვახტანგ გომელაურმა საკანონმდებლო ორგანოში სიტყვით გამოსვლისას მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტზე ისაუბრადა აღნიშნა, რომ პოლიციის თანამედროვე საუბნო მიმართულება მთელი ქვეყნის მასშტაბით დაინერგება.

„სამინისტროში გრძელდება საზოგადოებაზე ორიენტირებული საპოლიციოსაქმიანობის პროექტი, რომლის ფარგლებში დაინერგა მართლწესრიგის ოფიცრისინსტიტუტი, როგორც პოლიციის თანამედროვე საუბნო მიმართულება. ამ ეტაპზე,მართლწესრიგის ოფიცრები, ქვეყნის მასშტაბით უკვე 3 დიდ ქალაქში მუშაობენ დააღნიშნული ინსტიტუტი ეტაპობრივად ყველა დიდ ქალაქში დაინერგება", -განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

ვახტანგ გომელაურის თქმით, უწყების მთავარი პრიორიტეტია ქვეყანაში უსაფრთხო გარემოს შექმნა და კრიმინალთან ეფექტიანი ბრძოლა. გომელაურმა აღნიშნა, რომ ყოველწლიურად იზრდება დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი, რაც თითოეული პოლიციელის დაუღალავი შრომის შედეგია.

მისივე განმარტებით,  სისტემის მთავარი საყრდენი ღირსეული, თანამედროვე და მოტივირებული პოლიციელია.

გომელაურმა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ტრეფიკინგის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ანგარიშის თანახმად, 2023 წლის მონაცემებით, საქართველო კვლავ უმაღლეს საფეხურზეა და პირველ კალათაში იკავებს ადგილს ტრეფიკინგთან ბრძოლის მიმართულებით.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში