ირაკლი კობახიძის სახით, საქართველოს პრემიერის თანამდებობაზე ეყოლება ქართული პოლიტიკის გამორჩეული ინტელექტუალი - ლადო მგალობლიშვილი 

05 თებერვალი 2024, 10:54 504 ნახვა

ირაკლი კობახიძის სახით, საქართველოს პრემიერის თანამდებობაზე ეყოლება ქართული პოლიტიკის გამორჩეული ინტელექტუალი - აცხადებს აჭარის უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ლადო მგალობლიშვილი, რითაც საქართველოს მთავრობაში მიმდინარე ცვლილებებს ეხმაურება.

"ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს ურთულეს პოლიტიკურ გარემოში მოუწია საქმიანობა, რისთვისაც დიდ მადლობას იმსახურებს. ის „ქართული ოცნების“ გუნდის გამორჩეული ლიდერია და წარმატებას ვუსურვებ პარტიის თავმჯდომარის საპასუხისმგებლო პოზიციაზე. 

ბატონი ბიძინა ივანიშვილი ფენომენალური პოლიტიკოსია - ყოველთვის წინ უსწრებს მოვლენებს, გაოცებულს და იმედგაცრუებულს ტოვებს ოპონენტებს. პრემიერის კანდიდატურა, პოლიტსაბჭოს, პარტიის საპატიო თავმჯდომარემ და მთავარმა მრჩეველმა, ბიძინა ივანიშვილმა წარუდგინა, რასაც ითვალისწინებს პარტიის წესდება. ირაკლი კობახიძის სახით,  საქართველოს პრემიერის თანამდებობაზე ეყოლება ქართული პოლიტიკის გამორჩეული ინტელექტუალი, რომელიც აქამდე ნებისმიერი ოპონენტისთვის დაუძლეველ ბარიერს წარმოადგენდა. მას აქვს როგორც მმართველობის, ისე სახელმწიფოს ფუნქციონირების უდიდესი ცოდნა და გამოცდილება, რაც უზრუნველყოფს პრემიერის რანგში მის მორიგ წარმატებულ საქმიანობას.

ბატონი ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით და ირაკლი კობახიძის პრემიერობით, ,,ქართული ოცნების’’ გუნდის დამაჯერებელი გამარჯვება საპარლამენტო არჩევნებზე გარდაუვალია, რაშიც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი, როგორც პარტიის თავმჯდომარე“,- აცხადებს ლადო მგალობლიშვილი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში