სადავო ქონება

15 მარტი 2017, 00:00 2574 ნახვა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის გიორგი პაპუაშვილის სადავო სახლზე, გადაწყვეტილება გამოაცხადა. სასამართლომ ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე მდებარე ბინა გიორგი პაპუაშვილის საკუთრებაში დატოვა. ბლადაძის ადვოკატი გადაწყვეტილების უზენაეს სასამართლოში გასაჩივრებას აპირებს. შეგახსენებთ, დავა რამდენიმე წელია მიმდინარეობს. ასლან აბაშიძის მმართველობის დროს სარფის საბაჟო-გამშვები პუნქტის უფროსის ყოფილი მოადგილე - როლანდ ბლადაძე  2007 წლის 21 ივნისის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობას, ასევე გიორგი პაპუაშვილის არაკეთილსინდისიერ შემძენად და მფლობელად აღიარებას მოითხოვს. საკუთრება როლანდ ბლადაძეს წინა ხელისუფლების დროს ჩამოერთვა, მოგვიანებით კი სიმბოლურ ფასად საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს გადაეცა.

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში