მინისტრობის კანდიდატების მოსმენა გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე

05 თებერვალი 2024, 12:02 501 ნახვა

მინისტრობის კანდიდატებმა გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე სამთავრობო პროგრამისა და სამოქმედო გეგმის წარდგენა უკვე დაასრულეს. ახლა ვახტანგ გომელაური, ირაკლი ჩიქოვანი,  თეა ახვლედიანი და რატი ბრეგაძე დეპუტატების შეკითხვებს პასუხობენ.

თავდაცვის მინისტრობის კანდიდატის განცხადებით, ქვეყნის თავდაცვის სისტემის გაძლიერებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი ინსტიტუციური საფუძვლების განმტკიცება და გაძლიერება. ირაკლი ჩიქოვანმა აღნიშნა, რომ  პრიორიტეტულია აქტიური სარეზერვო სამსახურის გაძლიერება და მოტივირებული, ეფექტური რეზერვის არსებობა. 

ქვეყანაში უსაფრთხო გარემოს შექმნა და კრიმინალთან ბრძოლის მნიშვნელობაზე ისაუბრა გამოსვლისას ვახტანგ გომელაურმა. შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა სისტემის მთავარ საყრდენად  პოლიციელი დაასახელა.

აღნიშნა, რომ ყოველწლიურად იზრდება დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი. ასევე განაცხადა, რომ საქართველო ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის მიხედვით, შეფასების უმაღლეს საფეხურზეა.

მარიამ ურუშაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში