მედიკოსების პრობლემები

15 მარტი 2017, 00:00 3379 ნახვა

დაბალი ანაზღაურება და გაუმართავი ინფრასტრუქტურა – ეს ის საკითხები იყო რაც ხულოს მუნიციპალიტეტში თემის წარმომადგენლებმა და მედიკოსებმა აჭარის ჯანდაცვის მინისტრს მთავარ პრობლემებად დაუსახელეს. ზაალ მიქელაძემ მათ 2017 წლის გეგმები გააცნო. წელს პირველად ხორციელდება „მოზრდილი მოსახლეობის სამედიცინო რეაბილიტაციის“ პროგრამა. მოქალაქეებს, რომლთაც ესაჭიროებათ ღვიძლის ტრანსპლანტაცია გამოეყოფათ, ერთჯერადად 50 000 ლარი. „ზოგიერთი სოციალური კატეგორიის მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსების“ პროგრამას, 2017 წელს, ბენეფიციალებად დაემატება ყველა შშმ პირი. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მიმდინარე წლის ბიუჯეტი 14 მილიონ ნახევარ ლარზე მეტს შეადგენს. აქედან პროგრამული ნაწილი თითქმის 12 მილიონი ლარით განისაზღვრება.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში