პარლამენტში ხვალ პრეზიდენტს მოუსმენენ

05 თებერვალი 2024, 14:19 501 ნახვა

სალომე ზურაბიშვილი კი პარლამენტში ბოლო გამოსვლისთვის ემზადება. პრეზიდენტი ხვალ მოხსენებით წარსდგება, რომელსაც დეპუტატებს ჩააბარებს.

მმართველ გუნდში დეპუტატების ნაწილი ამბობს, რომ მათი დასწრება იქნება ფორმალური ხასიათის, რადგან პატივს სცემენ პრეზიდენტის ინსტიტუციას და არა თავად პრეზიდენტს, ოპოზიციაში კი მორიგ სანახაობას ელოდებიან.

არ აქვთ მოლოდინი, რომ ,,ქართული ოცნება“, რომელმაც ქვეყნის მთავარსარდალი კონსტიტუციის დარღვევაში დაადანაშაულა და  იმპიჩმენტიც გამოუცხადა,  კონსტრუქციული იქნება.     

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში