მინისტრობის კანდიდატების მოსმენა გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე

05 თებერვალი 2024, 14:10 571 ნახვა
00:00
00:00

სამთავრობო პროგრამისა და სამოქმედო გეგმის წარდგენის  შემდეგ  ვახტანგ გომელაურმა, ირაკლი ჩიქოვანმა,  თეა ახვლედიანმა  და რატი ბრეგაძემ   დეპუტატების   შეკითხვებს  უპასუხეს.   

თავდაცვის მინისტრობის კანდიდატის განცხადებით, ქვეყნის თავდაცვის სისტემის გაძლიერებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია  მისი ინსტიტუციური საფუძვლების განმტკიცება და გაძლიერება.  

აღნიშნა, რომ პრიორიტეტულია აქტიური სარეზერვო სამსახურის გაძლიერება და მოტივირებული, ეფექტური რეზერვის არსებობა. 

ქვეყანაში უსაფრთხო გარემოს შექმნა და კრიმინალთან ბრძოლის მნიშვნელობაზე ისაუბრა გამოსვლისას ვახტანგ გომლაურმა. შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა სისტემის მთავარ საყრდენად  პოლიციელი დაასახელა.  

მარიამ ურუშაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში