ენმ ხელვაჩაურის გამგებლის წინააღმდეგ

15 მარტი 2017, 00:00 3564 ნახვა

“ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელმა  ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის მანქანის მოვლა-პატრონობაზე გამოცხადებული ტენდერი გააკრიტიკა. მიშა ბოლქვაძის თქმით  ავტომობილის  მოვლასა და სათადარიგო ნაწილებისთვის  გამგეობამ  91 963 ლარი გამოყო, რაც საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივი ხარჯვაა. გამგებლის მოადგილის განმარტებით ტენდერით გათვალისწინებულია  მხოლოდ 7 000 ლარი, დასახელებული თანხა კი იმ სათადარიგო  ნაწილების ფასის ჯამია რომელთა გამოცვლაც შესაძლოა საჭირო გახდეს.  

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში