პარლამენტში, სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე სამთავრობო პროგრამით, საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატი წარდგება

07 თებერვალი 2024, 10:19 440 ნახვა

პარლამენტში მთავრობისთვის და სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოცხადების პროცესი დღეს სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე გაგრძელდება, სადაც საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატს ილია დარჩიაშვილს ელოდებიან.

მთავრობის ახალ შემადგენლობას ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიცია“ და ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფები ერთობლივად მოუსმენენ, 8 თებერვალს კი - ფრაქცია „ქართული ოცნება“ და „ხალხის ძალა“.

ასევე  პარლამენტი საქართველოს მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს პლენარულ სხდომაზე, კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვისთვის რეგლამენტით დადგენილი წესით განიხილავს და კენჭს უყრის. მინისტრობის კანდიდატების მოსმენა პარლამენტში სამი დღე მიმდინარეობს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში