აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსი დუმილს არღვევს

15 მარტი 2017, 00:00 3451 ნახვა

“საპატრულო პოლიცია მოქმედებს ზედმიწევნით კანონის ფარგლებში” - ამის შესახებ სააგენტო „ინტერპრესნიუსთან“ აჭარის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსმა კახა ბუხრაძემ, ბათუმში რამდენიმე დღის წინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა. კითხვაზე, რამდენად არის საფუძვლიანი აჭარის რეგიონის მოსახლეობის ბრალდება იმის თაობაზე, რომ საპატრულო პოლიციის მხრიდან ადგილობრივთა დაჯარიმების ფაქტები გახშირდა - ბუხრაძემ აღნიშნა, რომ „საზოგადოების განწყობა და მოთხოვნაცაა, რომ საპატრულო პოლიცია კანონდარღვევის შემთხვევაში იყოს მაქსიმალურად ქმედითი, სამართლიანი და მოქმედებდეს მკაცრად, თუმცა კანონის სრული დაცვით“. აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსმა, რის განმავლობაში, ჩვენი არაერთი მცდელობის მიუხედავად,  კომენტარი არ გააკეთა. 

ამავე კატეგორიაში