საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატის მოსმენა გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე 

07 თებერვალი 2024, 14:04 431 ნახვა

ილია დარჩიაშვილმა სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე წარადგინა სამომავლო გეგმები.  ისაუბრა ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესზე და თქვა, რომ  ხელისუფლება მზად არის და მობილიზებულია იმისთვის, რომ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე უფრო მეტ პროგრესს მიაღწიოს.

ქვეყნის პირველი დიპლომატის თქმით,  ახლა  მომდევნო და მთავარი ეტაპია გაიხსნას მოლაპარაკებების ფანჯარა.  

გაწევრიანების გზაზე შემდგომი პროგრესის მიღწევისთვის მან ასევე ხაზი გაუსვა სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის  პროცესს და ასოცირების შეთანხმებით აღებული ვალდებულებების შესრულების გაგრძელებასაც.  მისივე თქმით, შეუცვლელ პრიორიტეტად რჩება საქართველოსა და ევროკავშირს შორის შავ ზღვაზე დაკავშირებადობის ზრდა,  მათ შორის აღმოსავლეთ პარტნიორობის ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმით გათვალისწინებული სტრატეგიული პროექტების განხორციელების გზით.        

ილია დარჩიაშვილმა ნატო-ში ინტეგრაციის მიმართულებით საქართველოს პროგრესზეც გაამახვილა ყურადღება.   

მარიამ ურუშაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში