მინისტრობის კანდიდატების შეხვედრა ფრაქციების ხელმძღვანელებთან 

07 თებერვალი 2024, 14:55 463 ნახვა

სულ რამდენიმე წუთში დაიწყება ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფებისა და ფრაქციების შეხვედრა მთავრობის შემადგენლობასთან.  მხარეებმა 10 თვიანი სამოქმედო გეგმა უნდა განიხილონ და იმსჯელონ მინისტრთა კანდიდატებზე.   

ერთადერთი ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც აუდიენციას არ დაესწრება, გახარიას გუნდია.  ფრაქცია ნაციონალური მოძრაობა კი სამთავრობო გუნდთან შეხვედრას ინდივიდუალურ ფორმატში ითხოვდა.   

სწორედ ამ პოზიციების გამო საპარლამენტო უმრავლესობა ოპონენტებს პროცედურულ ომში ადანაშაულებს და შეხვედრაში მონაწილეობას კიდევ ერთხელ სთავაზობს.

მარიამ ურუშაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში