ენმ-ს ბრალდება

15 მარტი 2017, 00:00 2702 ნახვა

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი გია აბულაძე უმაღლესი საბჭოს დეპუტატებს ვახტანგ წულაძეს, გიორგი რომანაძესა და დავით ბაციკაძეს 11 მარტის აქციაზე რამდენიმე აქტივისტის წაქეზებაში ადანაშაულებს. აბულაძის თქმით უმრავლესობის წევრები ცდილობდნენ პროვოკაციის მოწყობას, რამაც გია აბულაძესა და ვახტანგ წულაძეს შორის შელაპარაკება გამოიწვია. ბრალდებებს დღეს თავად წულაძემ უპასუხა, იგი ამბობს, რომ გია აბულაძის განცხადება სიმართლეს არ შეესაბამება და აქციაზე მყოფი უმრავლესობის დეპუტატები აქტივისტების დამშვიდებას ცდილობდნენ.

ლაშა ველიაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში