სხდომა ურთიერთბრალდებების ფონზე

08 თებერვალი 2024, 20:16 510 ნახვა

დღეს პარლამენტში ისმოდა ურთიერთბრალდებები. ირაკლი კობახიძის მიერ წარდგენილი სამთავრობო პროგრამა, როგორც მოსალოდნელი იყო, ოპოზიციამ დაიწუნა. ხელისუფლების ოპონენტებს პრემიერ -მინისტრობის კანდიდატთან არაერთი კრიტიკული შეკითხვა ჰქონდათ. როგორ აპირებს ის სიღარიბის აღმოფხვრას, კორუფციასთან ბრძოლას, როგორ წარმოუდგენია დეოკუპაცია, რა გეგმები აქვს საგარეო პოლიტიკაში. პრემიერ- მინისტრობის კანდიდატისგან ოპოზიციამ მწვავე კონტრშეკითხვებიც მიიღო. უფრო მეტს სხდომის შესახებ ნონა დიასამიძის რეპორტაჟიდან გავიგებთ.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში