ლეღვაში მომხდარი მკვლელობის საქმეზე განაჩენი ორშაბათს გამოცხადდება

08 თებერვალი 2024, 20:44 1376 ნახვა

ლეღვაში გიორგი ალხანიშვილის მკვლელობის გამოყოფილ საქმეზე განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის მამამ და ორმა ბიძამ დღეს სასამართლოს ჩვენება მისცეს. მათ ყველა ის ბრალდება უარყვეს, რომლის შესახებაც ოქროს მოწმემ სასამართლოს წინა სხდომაზე ბაჟუნაიშვილების წინააღმდეგ ისაუბრა. მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის და მოწმე თვითმხილველებზე ზეწოლის საქმეზე მოსამართლე კოტე ჭილაია განაჩენს 12 თებერვალს გამოაცხადებს.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში