კონსულტაციები პრეზიდენტთან

09 თებერვალი 2024, 18:15 500 ნახვა

ორბელიანების სასახლეში ოპოზიციასთან და სამოქალაქო სექტორთან შეხვედრები გრძელდება. ადმინისტრაცია განმარტავს, რომ შეხვედრები მიზნად ისახავს ქვეყნის ევროპული მომავლისთვის მთავარ პრიორიტეტებზე შეჯერებას და მომავლის ქარტიის -"ერთობის პლატფორმა ევროპისთვის" ჩამოყალიბებას. დღეს სალომე ზურაბიშვილთან "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია იმყოფებოდა. პრეზიდენტს შეხვდა ალეკო ელისაშვილიც. ამ წუთებში ზურაბიშვილი გიგა ბოკერიას და თამარ ჩერგოლეიშვილს ხვდება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში