აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ირაკლი კობახიძეს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს

10 თებერვალი 2024, 10:58 456 ნახვა

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯეიმს ო"ბრაიენი ირაკლი კობახიძეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს.

"ვულოცავთ ახლად დანიშნულ პრემიერ-მინისტრ, ირაკლი კობახიძეს და მის გუნდს. მოუთმენლად ველით თანამშრომლობის გაგრძელებას საქართველოს მთავრობასთან და ქართველ ხალხთან, რომლებიც ისწრაფვიან დემოკრატიული, აყვავებული და ევროატლანტიკური მომავლისკენ", - წერს ო"ბრაიენი სოციალურ ქსელ X-ზე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში