შეხვედრა რობინ დანიგანთან

10 თებერვალი 2024, 10:58 447 ნახვა

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, რობინ დანიგანს შეხვდა. მხარეებმა საქართველოსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის სხვადასხვა მიმართულებასა და ურთიერთობაზე ისაუბრეს, მათ შორის, საპარლამენტო თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობებზე.

შეხვედრისას ხაზი გაესვა ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს პროგრესს და ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ ევროკავშირის გადაწყვეტილების მნიშვნელობას.

მაკა ბოჭორიშვილმა ელჩს ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრული 9 ნაბიჯის შესრულებასთან დაკავშირებით მთავრობის მიერ წარმოდგენილ გეგმასა და სამომავლო ნაბიჯებთან დაკავშირებით მიაწოდა ინფორმაცია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში