საგარეო საქმეთა სამინისტრომ ეუთო-ს არჩევნებზე დამკვირვებლების მოსაწვევად წერილი გაუგზავნა

14 თებერვალი 2024, 11:50 555 ნახვა

არჩევნებზე დამკვირვებელთა მოწვევის მიზნით საგარეო უწყებამ ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისს წერილით მიმართა, რომელშიც აღნიშნულია, რომ ხელისუფლების მიზანია გამჭვირვალე, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება, საერთაშორისო სტანდარტებისა და ევროპის საუკეთესო დემოკრატიული პრაქტიკის შესაბამისად. 

წერილში ასევე ხაზგასმულია, რომ საქართველო მზადაა, მაქსიმალურად შეუწყოს ხელი დამკვირვებლების მიერ თავიანთი ფუნქციების ეფექტიანად შესრულებას.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში