საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი მიუნხენში - გამოხმაურებები

14 თებერვალი 2024, 12:04 557 ნახვა

სალომე ზურაბიშვილი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრეზიდენტი გამგზავრებას გეგმავს. ამ ვიზიტს პოლიტიკურ წრეებში აფასებენ.

მმართველი გუნდისთვის ეს კიდევ ერთი საბაბი გახდა, რომ სალომე ზურაბიშვილი კონსტიტუციის დარღვევაში დაადანაშაულონ. მათი თქმით, საქართველოს პრეზიდენტის გზავნილები საერთაშორისო მნიშვნელობის კონფერენციიდან ხელისუფლების მისამართით ნეგატიური იქნება.

პარლამენტის ოპოზიციონერ დეპუტატს თეონა აქუბარდიას კი მოლოდინი აქვს, რომ მიუნხენის კონფერენციაზე საქართველოს პრეზიდენტი დემოკრატიულ უკუსვლაზე და სახელმწიფოს მიტაცებაზე ისაუბრებს, რაც აქუბარდიას თქმით, ივანიშვილის პოლიტიკურ კურსს უკავშირდება.

კონფერენცია 16-18 თებერვალს გაიმართება, რომელზეც კიდევ ერთხელ განიხილება მსოფლიოს ყველაზე მნიშვნელოვანი უსაფრთხოების გამოწვევები.

მარიამ ურუშაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში