საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი თურქეთში

15 თებერვალი 2024, 14:19 397 ნახვა

საგარეო საქმეთა მინისტრი ოფიციალური ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკაში იმყოფება. ამ წუთებში შეხვედრა მიმდინარეობს თურქ კოლეგასთან. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,  შეხვედრისას ყურადღება გამახვილდება ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის ძირითად საკითხებზე და თანამშრომლობის მზარდ დინამიკაზე.

საუბარი ასევე შეეხება რეგიონული უსაფრთხოების საკითხებსაც. ოფიციალური შეხვედრების დაწყებამდე, საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი, მუსტაფა ქემალ ათათურქის მავზოლეუმს ეწვია და მისი საფლავი გვირგვინით შეამკო. ილია დარჩიაშვილმა ხსოვნის წიგნში ჩანაწერი დატოვა.

ვიზიტის ფარგლებში, ილია დარჩიაშვილი შეხვედრას გამართავს თურქეთის პარლამენტის თავმჯდომარესთან. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში