ბერლინის 74-ე საერთაშორისო კინოფესტივალი

16 თებერვალი 2024, 10:31 676 ნახვა

ბერლინის 74-ე საერთაშორისო კინოფესტივალი გრძელდება, რომლის ფარგლებში ევროპული კინოს ბაზრობა ჩატარდება. ეროვნული კინოცენტრი, ტრადიციულად,  საქართველოს სტენდით წარსდგება, რაც პოპულარიზაციას გაუწევს საქართველოს, როგორც აღმოსავლეთ ევროპაში კინოგადაღებებისთვის უმნიშვნელოვანეს ქვეყანას.

ფესტივალის მსვლელობისას დაგეგმილია საქართველოს, როგორც კინოწარმოებისთვის მიმზიდველი ქვეყნის პოპულარიზაცია.

კინოინდუსტრიის საერთაშორისო ექსპერტების ჟიურიმ გასულ წელს ქართველი მსახიობი სალომე დემურია ევროპული კინოს „ამომავალ ვარსკვლავებს“ შორის დაასახელა. მას წელს ჯილდოს გადასცემენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში