საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი მიუნხენში მთავრობის ნებართვის გარეშე 

16 თებერვალი 2024, 14:05 429 ნახვა

მსოფლიო ლიდერები მიუნხენში არიან, მათ გვერდითაა სალომე ზურაბიშვილიც, რომელიც სწორედ  მათთან ერთად მიიღებს მონაწილეობას მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში. და რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყნის მთავრსარდლის ჩართულობა იმ ღონისძიებაში, რომელსაც  იგი მთავრობის ნებართვის გარეშე ესწრება?! 

ოპოზიციას მიაჩნია, რომ ეს არის კარგი შესაძლებლობა ესაუბრო  მსოფლიო ლიდერებს და ამით საქართველო იყოს გლობალური დღის წესრიგის შემადგენელი ნაწილი.

ხელისუფლების ოპონენტებისთვის  სამარცხვინოა ის ფაქტი, რომ ეს  შესაძლებლობა ქვეყნის ახალმა პრემიერმა ხელიდან გაუშვა და  უარი თქვა კონფერენციაში მონაწილეობაზე. 

აქვთ არგუმენტებიც და ფიქრობენ, რომ ირაკლი კობახიძის ამ გადაწყვეტილების მიზეზი გახდა ის, რომ ღონისძიებაზე უკრაინის მხარდამჭერი  განცხადებები გაკეთდება და კიდევ ერთხელ გამოხატავენ რეაქციებს რუსულ აგრესიაზე.  მმართველ გუნდში კი ისევ კონსტიტუციის დარღვევაზე ამახვილებენ ყურადღებას და მიაჩნიათ, რომ სალომე ზურაბიშვილისთვის კონსტიტუციაში არსებული ჩანაწერები ღირებული არ არის.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში