აშშ მოუთმენლად ელოდება პრემიერ-მინისტრ, კობახიძის მთავრობასთან მუშაობას 2024 წელს - ჯიმ ო'ბრაიენი

18 თებერვალი 2024, 15:45 461 ნახვა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს, ჯიმ ო’ბრაიენს შეხვდა.

ქართველ დიპლომატთან შეხვედრას სოციალურ ქსელ X-ზე, თავად, ო’ბრაიენი ეხმაურება.

„როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს ვუთხარი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში შეხვედრისას, აშშ მოუთმენლად ელოდება მასთან და პრემიერ კობახიძის მთავრობასთან მუშაობას 2024 წელს, ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების გასაძლიერებლად და საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის წინსვლისთვის“, – წერს ო’ბრაიენი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში