ცვლილებები საარჩევნო კოდექსში

19 თებერვალი 2024, 11:54 466 ნახვა

საარჩევნო კოდექსში ცვლილებების განხორციელებას იურიდიულმა კომიტეტმა მხარი დაუჭირა. რაც იმას ნიშნავს, რომ მიმდინარე სასესიო კვირის განმავლობაში პარლამენტი ორგანულ კანონში შესატან ცვლილებებს მესამე მოსმენით დაამტკიცებს, რომელიც ცეესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის წესს შეეხება.

ოპონენტები ქართულ ოცნებას კვლავ ევრორეკომენდაციების საბოტაჟში ადანაშაულებენ, ამიტომ მმართველი გუნდის ინიციატივას მხარს არ დაუჭერენ.   

ცვლილებების განხორციელების  მოტივად  კი ქართულ ოცნებაში მომდევნო არჩევნების პერიოდში ცეესკოს სრულფასოვნად დაკომპლექტების სურვილს  ასახელებენ.

მარიამ ურუშაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში