მიუნხენის კონფერენცია დასრულდა

19 თებერვალი 2024, 11:55 461 ნახვა

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია დასრულდა, შედეგები უკვე შეაჯამა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა. ფორუმის ფარგლებში ილია დარჩიაშვილს ერთ-ერთი ბოლო შეხვედრა კონფერენციის ვიცე-პრეზიდენტთან და აღმასრულებელ დირექტორთან ჰქონდა.

საქართველოს პირველი დიპლომატის ინფორმაციით, კონფერენციის ფარგლებში აქცენტი გაკეთდა საქართველოს სათანადოდ წარმოჩენის მნიშვნელობაზე და ამ კონტექსტში საუბარი შეეხო კონფერენციის 2024 წლის ანგარიშს.

დარჩიაშვილის თქმით, წარმოდგენილი ანგარიში არ ასახავს რეალობას და ის პოლიტიკურად ანგაჟირებული პირების ინფორმაციას ეყრდნობა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში