საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ბრიუსელში

19 თებერვალი 2024, 15:04 498 ნახვა

ხვალ შევხვდებით საქართველოს ახალ პრემიერს, რათა მოვუწოდოთ, გააგრძელონ მუშაობა ევროპულ გზაზე, – განაცხადა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ბრიუსელში საგარეო საქმეთა მინისტერიალის დაწყებამდე.

ჯოზეფ ბორელს კითხვა დაუსვეს, რა იქნება ევროკავშირის მთავარი გზავნილი საქართველოს ახალ პრემიერთან შეხვედრისას?

„ისინი კარგად მუშაობენ და ქართული საზოგადოების მხრიდან არის ძლიერი მხარდაჭერა. ეს არის კარგი შესაძლებლობა საქართველოსთვის“,– განაცხადა ბორელმა.

ირაკლი კობახიძე პრემიერის რანგში პირველი ვიზიტით ბრიუსელში იმყოფება. პრემიერს დაგეგმილი აქვს ორმხრივი შეხვედრები ევროკავშირსა და ნატო-ში. იგი მონაწილეობას მიიღებს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-8 სხდომაში, ასევე შეხვდება ჯოზეფ ბორელს და ოლივერ ვარჰეის, დაგეგმილია ერთობლივი პრესკონფერენციაც.

ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი კობახიძესა და ნატოს გენერალურ მდივანს შორისაც შედგება აუდიენცია, ასევე, პრემიერი მონაწილეობას მიიღებს ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში