“ნაციონალური მოძრაობის” ბრალდება

17 მარტი 2017, 00:00 3849 ნახვა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ შუახევის გამგებელს კორუფციულ გარიგებაში ადანაშაულებს. ირმა ფუტკარაძის განცხადებით შუბანში და ფურტიოში 2015 წელს დაგეგმილი საბავშო ბაღების მშენებლობა ექსპლუატაციაში ორი წლის წინ შესულიყო, თუმცა სამუშაოები დღემდე არ არის დასრულებული. ოპონენტთა ბრალდებას უსაფუძვლოდ მიიჩნევს შუახევის გამგებელი. ტარიელ ებრალიძის განცხადებით სამუშაოების დასრულების ვადა 2016 წლის ბოლომდე გადაავადეს, ბოლო რამდენიმე თვეა კი სამუშაოების მწარმოებელი კომპანია შპს „ზაზო“ ჯარიმდება. ტარიელ ებრალიძის ინფორმაციით, ორივე ბაღი დასრულების ეტაპზეა და სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ გაიხსნება. 

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში