ვაგრძელებთ საქართველოს მხარდაჭერას ევროკავშირის გზაზე - ოლივერ ვარჰეი

20 თებერვალი 2024, 16:26 440 ნახვა

სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი, ოლივერ ვარჰეი სოციალურ ქსელში ევროკავშირისა და საქართველოს საბჭოს სხდომას ეხმიანება.

„დღეს ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების საბჭოს მერვე სხდომაზე განვიხილავთ მომდევნო ფაზას, 2023 წლის დეკემბრის ევროსაბჭოს გადაწყვეტილების შემდეგ. გასათვალისწინებელია 2023 წლის გაფართოების ანგარიშის რეკომენდაციებში მოცემული 9 ნაბიჯი. ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოს მხარდაჭერას ევროკავშირის გზაზე“, - წერს ვარჰეი სოციალურ ქსელში X.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში