ირაკლი კობახიძესა და ირაკლი ჩიქოვანს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება შეუწყდათ

20 თებერვალი 2024, 17:10 445 ნახვა

პარლამენტში დღეს კენჭი უყარეს ირაკლი კობახიძისა და ირაკლი ჩიქოვანისთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს.

დადგენილების პროექტს ირაკლი კობახიძისათვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ 86-მა დეპუტატმა მისცა ხმა, ირაკლი ჩიქოვანისთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას კი მხარი 78-მა კანონმდებელმა დაუჭირა.

აღნიშნული საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც ირაკლი კობახიძემ და ირაკლი ჩიქოვანმა აღმასრულებელ ხელისუფლებაში გადაინაცვლეს და პარლამენტის წევრის სტატუსთან შეუთავსებელი თანამდებობები დაიკავეს. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში