გალარების პროგრამა დღეს დასრულდება

17 მარტი 2017, 00:00 2294 ნახვა

სესხების გალარების პროგრამა დღეს სრულდება. საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული პროგრამის მიხედვით, ყველა იმ მსესხებელს, რომელსაც 2015 წლამდე ქონებით უზრუნველყოფილი სესხი დოლარში ჰქონდათ აღებული, საშუალება ჰქონდათ მიმდინარე სესხი კურსთან შედარებით 20 თეთრის გამოკლებით ლარში გადაეყვანათ. საქართველოს პირველი ვიცე- პრემიერის, ფინანსთა მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილის ინფორმაციით, გალარების პროგრამის შედეგად 60 მილიონ დოლარზე მეტი ოდენობის სესხი გალარდა.

ამავე კატეგორიაში