ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მხარდაჭერა, გვსურს საქართველო იყოს ევროკავშირის წევრი - რობინ დანიგანი

21 თებერვალი 2024, 14:56 457 ნახვა

ძალზედ კმაყოფილი ვარ, რომ პრემიერ-მინისტრი პირველად ბრიუსელს ეწვია, იმედი მაქვს, მომდევნო წლებში საქართველოს ვიხილავთ ევროკავშირის წევრად, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, რობინ დანიგანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

„აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა ძალზე ძლიერია და ის მოიცავს მთელ რიგ მიმართულებებს: უსაფრთხოება, განათლება, ჯანდაცვა, და ასევე, ძალიან მტკიცე ხალხთაშორისი კავშირები. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მხარდაჭერა. ჩვენ გვსურს, რომ საქართველო იყოს ევროკავშირის წევრი. ერთ-ერთი პირველი, რაც გავაკეთე საქართველოში ჩამოსვლისას, იყო ბრიუსელში ვიზიტი, რათა ევროკავშირთან საქართველოს კანდიდატობის სტატუსზე მესაუბრა. ძალიან მოხარული ვარ, რომ პრემიერ-მინისტრის პირველი ვიზიტი არის ბრიუსელში, სადაც ის დღეს იმყოფება საქართველოს ევროკავშირის კანდიდატობაზე სასაუბროდ. ასე რომ, იმედი მაქვს, რომ მომავალ წლებში ჩვენ ვიხილავთ, საქართველოს ევროკავშირის წევრად" - აღნიშნა რობინ დანიგანმა.

ბრიუსელში ირაკლი კობახიძის ვიზიტი 20 თებერვალს დაიწყო.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში