შეხვედრები 9 რეკომენდაციის შესასრულებლად

22 თებერვალი 2024, 12:04 482 ნახვა

პარლამენტში დღესვე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართება. 16 საათზე ჩანიშნულია მორიგი სხდომა, რომელზეც ევროპული დავალებების შესრულებასა და ამ საკითხებთან დაკავშირებულ გეგმებსა თუ ინიციატივებზე იმსჯელებენ.

მათ შორის არის საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებები, რომელზეც გასულ კვირას უნდა ემსჯელათ, მაგრამ ეს საკითხი დღის წესრიგიდან ამოვარდა. 

გასულ კვირასვე რამდენიმე საკითხზე პოზიციები დაახლოვეს, თუმცა ოპოზიციას მაინც  არ აქვს იმედი, რომ ''ქართული ოცნება'' რეკომენდაციებს შეასრულებს.

მარიამ ურუშაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში