ქობულეთის ბულვარის აღდგენისთვის 2 მილიონამდე ლარი დაიხარჯება

22 თებერვალი 2024, 10:50 671 ნახვა

მესამე თვეა ქობულეთის თვითმმართველობა სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლის.   სტიქიის შედეგად დაზარალებული დაახლოებით  25 ოჯახი ფინანსურ დახმარებას ელოდება.   

27 ნოემბერს  შტორმმა თამარ მეფის სანაპირო ზოლში არსებული ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვნად დააზიანა. მათ შორის ახალ  ბულვარში   ორკილომეტრიანი მონაკვეთი.      

გაწმენდითი სამუშაოები დასრულებულია.  

ახლა დაზიანებული და მწყობრიდან გამოსული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.   

ქობულეთის მერი ამბობს, რომ  ტურისტული სეზონის დაწყებამდე სრულად მოხდება ბულვარის აღდგენა-რეაბილიტაცია. ასევე უახლოეს დღეებში საპროექტო ორგანიზაციასთან კონტრაქტი  გაფორმდება სამუშაოებთან დაკავშირებით. რა სახის დახმარებას მიიღებენ დაზარალებულები, ამ ეტაპზე უცნობია.

ლევან ზოიძის ინფორმაციით, საკითხზე მუშაობა გრძელდება და არც ერთი ოჯახი არ დარჩება დახმარების გარეშე.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში