ზუგდიდში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ 70- მდე წევრმა და აქტივისტმა დატოვა

22 თებერვალი 2024, 15:03 436 ნახვა

ზუგდიდში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ 70- მდე წევრმა და აქტივისტმა დატოვა - ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრეს. 

განმუხურის საარჩევნო შტაბის წევრის ირინა შედანიას განცხადებით,  მათ არ მოსწონთ პარტიის მოქმედი მენეჯმენტის მუშაობის მეთოდები, ამიტომ გადაწყვიტეს, დატოვონ „ნაციონალური მოძრაობა“ და შეუერთდნენ ნიკა მელიას მოძრაობას.

ბრიფინგზე ასევე განაცხადეს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დატოვებას კიდევ ათეულობით აქტივისტი და პარტიის წევრი აპირებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში