პარლამენტის თავმჯდომარის ანგარიში

22 თებერვალი 2024, 15:02 498 ნახვა

გასული წელი შეჯამებულია, გეგმები გაწერილი, შალვა პაპუაშვილმა  ბოლო საანგარიშო გამოსვლა პარლამენტში  45 წუთში  ჩაატია. 

მოხსენება  პარლამენტის ირგვლივ ბოლო დროს განვითარებული პროცესების შეფასებით დაიწყო,  რაც მისი თქმით,  დატვირთული იყო  ეპოქალური  გამოწვევებით.

თქვა, რომ ხელისუფლების ორივე შტომ დანის პირზე გაიარა, როცა ებრძოდა პანდემიას,  ცდილობდა  ხალხის სიცოცხლის   შენარჩუნებასა  და  ეკონიმიკის გადარჩენას.  

მეორე საფრთხედ რუსეთ- უკრაინის ომი დაასახელა, რამაც პაპუაშვილის თქმით, გააჩინა რისკი საქართველო მსოფლიო კონფლიქტის მონაწილე გამხდარიყო. ისევ გააკრიტიკა ოპოზიცია, რომელიც ქვეყნის პირველი კანონმდებლის თქმით, საქართველოსთვის მესამე საფრთხეა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში