შეხვედრა NDI-ის სადამკვირვებლო მისიასთან  

23 თებერვალი 2024, 09:19 392 ნახვა

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის წინასაარჩევნო საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. ისაუბრეს ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადების შესახებ.

ცესკოს თავმჯდომარემ მისიის წარმომადგენლებს   ინფორმაცია მიაწოდა ელექტრონული არჩევნების დანერგვაზე. მათ შორის ყურადღება გაამახვილა ამომრჩეველთა ინფორმირების კამპანიასა და საგანმანათლებლო პროექტებზე.

ენდიაის დელეგაცია საარჩევნო პროცესში ჩართულ სხვადასხვა მხარესთან შეხვედრებს 19 თებერვლიდან მართავს, რომლის დასრულების შემდეგ  დელეგაცია წინასაარჩევნო გარემოს შეფასების ძირითად დასკვნებს ანგარიშის სახით გამოაქვეყნებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში