პოლიტიკური შეფასებები

17 მარტი 2017, 00:00 2323 ნახვა

11-12 მარტს ბათუმში განვითარებულ მოვლენებზე მმართველი გუნდის წევრები პოლიტიკურ პასუხისმგებლობას "ნაციონალურ მოძრაობას" აკისრებენ. პარტიაში კი ხელისუფლების ბრალდებას არასერიოზულად მიიჩნევენ. კომენტარები კეთდება პარლამენტში, დეპუტატები ლევან ვარშალომიძის გუშინ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურნენ და ბრალდებას არასერიოზული უწოდეს. უმრავლესობაში აცხადებენ, რომ “ნაციონალური მოძრაობის” სურვილი იყო სამართალდამცველებს არაპროპორციული ძალა გამოეყენებინათ და აქცია მძიმე შედეგით დასრულებულიყო. ლევან ვარშალომიძე გუშინ პრემიერის განცხადებას გამოეხმაურა და განმარტა, რომ ამ  ვითარებაში მთავარი შეკითხვაა სად იყო დილის 5 საათამდე მთავრობა.

ამავე კატეგორიაში