იუნკერთა ხსოვნის დღე

23 თებერვალი 2024, 14:08 478 ნახვა

"ეს არის ისეთი დღე, რომელსაც მე კი არა, მთელი მოსახლეობა უნდა ესწრებოდეს", - ასე პასუხობს საქართველოს პრეზიდენტი გადაწყვეტილებას, რომ იუნკერთა ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ის არ მიიწვიეს.

პრეზიდენტის ადმინისტრაციამ დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ პარლამენტში იუნკერთა ხსოვნისადმი გამართულ ღონისძიებაზე სალომე ზურაბიშვილი მიწვეული არ ყოფილა, რაზეც შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ღონისძიებაზე დაპატიჟების მიუხედავად, წინა წელს პრეზიდენტი არ მივიდა, შესაბამისად, წელს აღარ მიიწვიეს. 

სალომე ზურაბიშვილი კოჯორში იუნკერთა მემორიალთან იმყოფებოდა, შემდეგ კი პრეზიდენტმა ყვავილებით შეამკო პარლამენტთან იუნკერების მემორიალური დაფა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში