სალომე ზურაბიშვილი იმიტომ არ მოვიწვიეთ, რომ ის ჩვენი მხრიდან აღარ განიხილება, როგორც პრეზიდენტი, ის მხოლოდ ფორმალურად იკავებს თანამდებობას - მამუკა მდინარაძე

23 თებერვალი 2024, 17:20 514 ნახვა

იმიტომ არ მოვიწვიეთ, რომ ის ჩვენი მხრიდან აღარ განიხილება, როგორც პრეზიდენტი, ის მხოლოდ ფორმალურად იკავებს თანამდებობას, - ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ კითხვას, თუ რატომ არ მიიწვია პრეზიდენტი პარლამენტმა იუნკერთა ხსოვნისადმი პატივის მისაგებად ცერემონიალზე.

მდინარაძის თქმით, როცა პრეზიდენტი მოიპატიჟეს არ მივიდა და მისი ადმინისტრაციის უფროსი გაუშვა.

„როცა დავპატიჟეთ არ მოვიდა, გამოუშვა მისი ადმინისტრაციის უფროსი, რომელიც ლენტს ასწორებდა პარლამენტის თავმჯდომარესთან და სხვა ისეთ ოფიციალურ პირებთან ერთად, საერთოდ რომ არ ეკუთვნოდა იქ ყოფნა. პროტოკოლური ამბავია, რომელსაც მთელ მსოფლიოში და ცივილიზებულ სამყაროში იცავენ. როცა ეპატიჟები - არ მოდის, მაგრამ წელს იმის გამო არ მოვიპატიჟეთ, რომ მას ჩვენ პრეზიდენტად აღარ მივიჩნევთ. ჩვენ არ მიგვაჩნია, რომ ადამიანს, რომელსაც იმპიჩმენტი გამოვუცხადეთ, რომელიც საქართველოზე 2 წლის განმავლობაში ვერ ამბობდა, რომ ის კანდიდატის სტატუსს იმსახურებს არსებულ მოცემულობაში, ის უნდა დავპატიჟოთ მითუმეტეს ასეთ დღეს. ეს არის ჩვენი მიდგომა, ამიტომ გამოვუცხადეთ მას იმპიჩმენტი, რომელმაც ბევრი სკანდალისგან გვიხსნა და გადაგვარჩინა.

 

მათ შორის, ჩინეთის პრეზიდენტის დაჭერაზე რომ დაიწყო საუბარი, ბოდიშების ხდა რომ მოგვიწია, მათ შორის ახლა რომ უსმენს ადამიანს, რომელიც მოდერნიზაციის სიმბოლოს ეძახის მიხეილ სააკაშვილს. წარმოიდგინეთ, მის წინ ეს ლეგიტიმაციამოკლებული ადამიანი რომ არ ყოფილიყო, რამხელა სკანდალში ვეხვეოდით. შესაბამისად, ამიტომ არ მოვიწვიეთ, რომ ის ჩვენი მხრიდან აღარ განიხილება, როგორც პრეზიდენტი. ის მხოლოდ ფორმალურად იკავებს თანამდებობას”, - განაცხადა მდინარაძემ.

მისივე განმარტებით, „ნაციონალური მოძრაობა“ მხოლოდ ერთ შემთხვევაში შეაფასებს დადებითად მმართველი გუნდის გატარებულ რეფორმებს, როდესაც მათ ჩაუგდებ ხელში სასამართლოს და ის არ იქნება დამოუკიდებელი, არამედ იქნება „ნაცმოძრაობის“ გავლენის ქვეშ.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში