თურქეთის ელჩის და საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეხვედრა

23 თებერვალი 2024, 20:06 468 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ალი ქაან ორბაის შეხვდა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას და თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებს.

ყურადღება გამახვილდა ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებზე, მათ შორის განიხილეს რეგიონულ გეოსტრატეგიულ პროექტებში საქართველოსა და თურქეთის აქტიური თანამშრომლობა.

აღინიშნა, რომ არსებული რეგიონული პროექტები ორ ქვეყანას შორის ეფექტიანი და საიმედო პარტნიორობის ნათელი მაგალითია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში