ვაფასებთ საქართველოსა და მის თავისუფლების მოყვარე ერს - ვოლოდიმირ ზელენსკი

25 თებერვალი 2024, 14:19 476 ნახვა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს გუშინ გავრცელებული ვიდეომიმართვისთვის მადლობას უხდის.

„გმადლობთ, ქალბატონო პრეზიდენტო! აგრესორზე ერთობლივი და ძლიერი ზეწოლა მნიშვნელოვანია, რათა ყველა მისი მეზობელი ერი თავისუფალი დარჩეს. ძალიან ვაფასებთ საქართველოსა და მის თავისუფლების მოყვარე ერს“, – წერს ზელენსკი.

 

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, გუშინ, უკრაინაში ომის დაწყების ორი წლისთავთან დაკავშირებით, უკრაინელი ხალხისადმი ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც განაცხადა, რომ "რუსეთმა ვერ გაიმარჯვა და ვერ შეძლო უკრაინის სიმტკიცის გატეხა“.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში