ბათუმის საკრებულოს სხდომა

26 თებერვალი 2024, 14:09 469 ნახვა

ბათუმის საკრებულოს სხდომა პოლიტიკური განცხადებებით გაიხსნა. "ნაციონალური მოძრაობის“ წევრ  რეზო ხარაზის თქმით,  ,,ქართული ოცნების“  პირობებში ბათუმში სოციალური  მდგომარეობა დამძიმდა. მისივე მტკიცებით, იანვრის მდგომარეობით სოციალური დახმარების პროგრამაში 41  908 მოქალაქეა რეგისტრირებული.

ბრალდებას სიცრუე უწოდეს მმართველი გუნდის წევრებმა და ოფიციალური სტატისტიკა წარადგინეს.  ლელოს წარმომადგენელმა კი გმირთა ხეივნის ინფრასტრუქტურული სამუშაოები გააკრიტიკა.

ოპოზიციის წევრებმა უკმაყოფილება გამოთქვეს იმასთან დაკავშირებითაც, რომ თვითმმართველობის პროგრამები სათანადოდ ორიენტირებული არ არის მოქალაქეთა საჭიროებებზე.  

საკრებულოს სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებულ 12 საკითხზე იმსჯელეს.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში